"საერთოდ ჩაკეტეთ ცა - კორონავირუსი წალეკავს ამ ქვეყანას. შეხედეთ ისრაელს და იტალიას"- ნიკა გვარამია

10 Mar 2020 05:08

"მეგობრებო, არც ბრაზი, არც ჩასაფრება არც ნიშნისმოგება არ მალაპარაკებს: ამ ქვეყანაში თუ ვინმეს კრიზისების მართვა ესმის, მგონი მეც ვარ - მკვდარი კომპანიები გამიცოცხლებია და წლები მითრევია, ახლებიც ისე დამიფუძნებია, სიცოცხლის ნიშანწყალს რომ ვერ ხედავდა ვერავინ და უმოკლეს ვადებში ლიდერებში გამიყვანია სასაცილო დაფინანსებით.


ხოდა, კორონავირუსი წალეკავს ამ ქვეყანას და შეხედეთ ისრაელს და იტალიას, ყველა ჩამოსული კარანტინში ხვდება და უზარმაზარი გამოვლენის პროცენტია ჩამოსულებში, რომლებიც რომ არა ახალი ზომები, ჩვეულებრივად მოსიარულე ნაღმებად გავიდოდნენ მოსახლეობაში. თუ ამას ფინანსური და ადამიანური რესურსით ვერ ვქაჩავთ, მაშინ საერთოდ ჩაკეტეთ ცა. მესმის რომ მძიმე ზომაა, მაგრამ სხვანაირად სიტუაციას ვერ დაიჭერთ."


კომენტარები:

ფართი შოპი