"ხუმრობის დრო აღარ არის, გთხოვთ ვილოცოთ, უფალი მეფობს და მისი წყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდება"- რომის სამრევლოს წინამძღვარი

10 Mar 2020 20:19

რომის სამრევლოს წინამძღვარი მამა იოანე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სიტუაციას პასუხისმგებლობით, მაგრამ პანიკის გარეშე მოეკიდოს. სასულიერო პირი ამბობს, რომ გააუქმა ყველა მგზავრობა და რჩება იტალიაში.


„იტალიაში რთულდება სიტუაცია, სწრაფი ტემპით იზრდება დაინფიცირებული ადამიანთა რიცხვი, აქვე მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა! ხუმრობის დრო აღარ არის და მშვიდად, ყოველგვარი შფოთის გარეშე გავერთიანდეთ ყველანაირად და კონტაქტი ვიქონიოთ ერთმანეთთან! მე თავად ყველა გამგზავრება გავაუქმე და მეუფის კურთხევით ვრჩები თქვენთან ერთად! გთხოვთ ვილოცოთ და ჩვენი ლოცვით შევეწიოთ ჩვენს სამშობლოს და განსაცდელში მყოფ იტალიას! უფალი მეფობს! და მისი წყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდება“, - წერს მამა იოანე.


ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით იტალიაში 9,172 ადამიანია დაინფიცირებული. დაიღუპა 463 ადამიანი, განიკურნა - 724.


კომენტარები:

ფართი შოპი