მთავრობის ერთი წევრის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითიზოლაციაშია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატიც

10 Mar 2020 20:28

საქართველოს მთავრობის ერთი წევრის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მთავარი არხი იუწყება. თავად მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია და ის ამ ფაქტს ადასტურებს.


ცნობილია, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი საჩხერის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.


მას შეხება ჰქონდა, უკვე ყველასთვის კარგად ცნობილ მეოთხე პაციენტთან, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა და მასთან კონტაქტში მყოფი ათამდე ადამიანი დააინფიცირა.


კიდევ ერთი უწყების მაღალჩინოსანი, ეკონომიკის მინისტრი მოადგილე, გენადი არველაძე თავად აცხადებს, რომ კონტაქტი ჰქონდა მეგობართან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა და ამის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითიზოლაციაშია ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატიც. დეზინფექცია უკვე ჩატარდა „ქართული ოცნების“ ოფისში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ვაჟს, ნიკოლოზ გამყრელიძეს.


დღევანდელი მონაცემებით საქართველოში სულ ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა. აქედან მძიმე მხოლოდ ერთია.


წყარო: პრაიმტაიმი


კომენტარები:

ფართი შოპი