არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური შეთანხმება 2020 წლის არჩევნების ფორმატის შესახებ მიღწეულია

10 Mar 2020 21:22

„საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას. პოლიტიკური შეთანხმება 2020 წლის არჩევნების ფორმატის შესახებ მიღწეულია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.


არჩილ თალაკვაძე შეთანხმების მიღწევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობას უხდის.

 

„მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ დეგნანს, ევროკავშირის ელჩ ჰარცელს და აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ კინზინგერს“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერში“.


კომენტარები:

ფართი შოპი