36 ირანელი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით დაიღუპა, მათ ეგონათ, რომ ალკოჰოლით კორონავირუსისგან თავს დაიცავდნენ

11 Mar 2020 04:40

ირანული სააგენტოს Irna news-ის ინფორმაციით, ირანის ერთ-ერთ პროვინცია ხუზისტანში 36 ირანელი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა. მათ ეგონათ, რომ ასე კორონავირუსისგან თავს დაიცავდნენ, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.


Irna news-თან ინტერვიუში ექიმმა ალი ესანპურმა განაცხადა, რომ 270 ადამიანი ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების გამო საავადმყოფოში მოხვდა. სააგენტოს ინფორმაციით, ფალსიფიცირებული ალკოჰოლის გასაღების ფაქტზე ირანის პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა.


30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.


კომენტარები:

ფართი შოპი