"ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება"

11 Mar 2020 20:17

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს: 



"განახლებული ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:

სამეგრელო - წალენჯიხის მუნიციპალიტეტი: სოფელები ზღვაია, ნაკუფუ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: ზემო ეწერი. ჩხოროწყუს 7 სოფელი, მარტვილში სოფელი ლესიჭინე.

გურია - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ვაკიჯვარი. ასევე ლიკვიდაციაა სოფელ მამათში.

აჭარა - ქობულეთში.

იმერეთში - ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში.

კახეთში - გომბორის უღელტეხილზე.

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის და კონტროლს ექვედებარება:


სამეგრელო- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი.

გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.


რაჭა - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი.


ქვემო ქართლი - დედოფლისწყარო.


ღია კერა შენარჩუნებულია:


აჭარა - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს.


ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება."- ნათქვამია განცხადებაში. 



კომენტარები:

ფართი შოპი