არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები დღეს დაინიცირდება, რომლის თანახმადაც საგანგებო სიტუაციებში პარლამენტს საკითხის დისტანციური განხილვის და ელექტრონული კენჭისყრის შესაძლებლობა ექნება

12 Mar 2020 00:17

არსებული ვითარების გათვალისწინებით, საპარლამენტო ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, რეგლამენტში ცვლილებები განიხილება, რომლის თანახმადაც, პარლამენტს საგანგებო სიტუაციებში საკითხის დისტანციური განხილვის და ელექტრონული კენჭისყრის შესაძლებლობა ექნება.

 

“პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები დღეს დაინიცირდება, რომლის თანახმადაც საგანგებო სიტუაციებში პარლამენტს საკითხის დისტანციური განხილვის და ელექტრონული კენჭისყრის შესაძლებლობა ექნება” - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.


კომენტარები:

ფართი შოპი