"გამაოცა თქვენმა თავდადებამ, გამძლეობამ, მხნეობამ, შემართებამ და პროფესიონალიზმმა"- ხონის მერი მეხანძრეებს მიმართავს

12 Mar 2020 00:48

ხონის მერი ლადო ჯურხაძე მეხანძრეებს მიმართავს და მათ მადლობას უხდის.


მერის თქმით, მეხანძრეების წარმოუდგენელი შრომის ფასად მოხდა ხონში, რამდენიმე ათეულ ჰექტარ ფართობზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა.


“გუშინ დღისა და მთელი ღამის განმავლობაში ხონში ძალიან ძლიერი ხანძრის გამო წარმოუდგენელი შრომისა და ძალისხმევის გაწევა მოუხდა სახანძრო- სამაშველო სამსახურის 100-მდე თანამშრომელს, რომ დაეცვა ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება.


დილამდე დაუღალავად ებრძოდნენ სტიქიას და მათი დამსახურებით შესაძლებელი გახდა ათობით ჰექტარზე მოდებული ხანძრის ლოკალიზება და დროული ლიკვიდაცია.


გამაოცა თქვენმა თავდადებამ, გამძლეობამ, მხნეობამ, შემართებამ და პროფესიონალიზმმა.


თითოეული თქვენგანი ჩემს თვალში გმირია.


მინდა მადლობა ვუთხრა ხონის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ქუთაისის, წყალტუბოს, ვანის, ბაღდათის, სამტრედიისა და დიდი ჯიხაიშის მეხანძრე- მაშველებს და იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს უფროსს ვლადიმერ ჯღამაძეს გამოჩენილი სამსახურეობრივი პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისათვის,”-აცხადებს ლადო ჯურხაძე.



კომენტარები:

ფართი შოპი