14-დღიან საკარანტინო რეჟიმს დღეიდან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც გაივლიან

12 Mar 2020 17:21

გიორგი გახარიას განცხადებით, 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს დღეიდან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც გაივლიან.


„ჩვენ უკვე გვაქვს დაწესებული გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან, ჩამომსვლელი პირებისთვის, ამ რეჟიმს ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნდება, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს.


„ხოლო უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე საზღვარზე წარადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას ჩატარებული აქვს კვლევა, ან ისიც გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. გარდა ამისა, საქართველოს ყველა მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, რომ თავი შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან რამდენიმე თქვით. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოზიციიდან გამომდინარე გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი