საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი

12 Mar 2020 17:27

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, მოვერიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ აპრილამდე გახანგრძლივდება არდადეგები სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამასთან ერთად, ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდება საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს ჯარში.


„საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი, ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი