„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი დააპატიმრეს. მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო, სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებაა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, გუკა რჩეულიშვილს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აქვს წაყენებული.
არსებული ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილს პატიმრობა მისი მეუღლის, ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე შეეფარდა.