"მგონია, რომ მთავრობა არასაკმარისად მკაცრი და არადროულია, დროზე ჩაკეტეთ ცა. მაინც მოგვიწევს, ოღონდ დაგვიანებულზე აზრი აღარ ექნება"- ნიკა გვარამია

12 Mar 2020 23:38

"პირადად მე სოლიდარობას ვუცხადებ ყველა მკაცრ ზომას, რომელსაც მიიღებს ხელისუფლება კორონავირუსის შესაჩერებლად. საერთოდ არ მეჩვენება, რომ ოვერრეაქციაა. პირიქით, მგონია, რომ მთავრობა არასაკმარისად მკაცრი და არადროულია. ნახევარზომების და დაგვიანების დრო ახლა არაა. პირიქით, კი არ უნდა ვეწეოდეთ, უნდა ვასწრებდეთ კორონას. შეზღუდვებში ჯობია მეტი მოგვივიდეს, ვიდრე ნაკლები. ეს ის შემთხვევაა, როცა შეზღუდვა ლეგიტიმურია, ხოლო მისი პროპორციულობის სააფთიაქო სასწორზე აწონვის დრო ობიექტურად არაა და რისკი - გაუმართლებელი და არარაციონალურია.


მთავარი: დროზე ჩაკეტეთ ცა. მაინც მოგვიწევს, ოღონდ დაგვიანებულზე აზრი აღარ ექნება. დროზე ჩაკეტეთ ცა."


კომენტარები:

ფართი შოპი