12 მარტის 22:00 საათის მონაცემებით არსებული ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით

13 Mar 2020 01:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც პორტალი "მხარე" უცვლელად გთავაზობთ. 


"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება


12 მარტის 22:00  საათის მონაცემებით არსებული ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით.


ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია


სამეგრელო:  წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - სოფლები ჩქვალერი და მუჟავა.


გურია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.


აჭარა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედა ჯოჭო.


იმერეთი:  საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭალა


მცხეთა-მთიანეთი: თიანეთის მუნიციპალიტეტი სოფელი სიონი.


კახეთი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფლები - ვერონა და რუსიანი,

გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩალაუბანი.


ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება


იმერეთი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელი  სკინდორი


მცხეთა მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი - ჭართალი,  თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყუდრო, ჩაბანი და ლიშო


ქვემო ქართლი: თეთრიწყარო.


ღია კერები ნარჩუნდება


სამეგრელო - ხობის მუნიციპალიტეტი სოფელი ხიბულა. იწვის ხმელი ბალახი და ტყის ქვედა საფარი ქარსაცავ ზოლში. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.


კახეთი -  ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფლები: ქორეთი, ინგეთი და ასშნისველები. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ხმელი ბალახი და ეკალბარდი. ადგილებზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.


მცხეთა მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი - ნოჯიკი და ქაისხევი. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ქარი და რთული რელიეფი ართულებს.


ბოლო 5 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს.


ცალკეულ შემთხვევებში, მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები."- ნათქვამია განცხადებაში. 


კომენტარები:

ფართი შოპი