"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების დახმარებით მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება ოპოზიციასა და მმართველ პოლიტიკურ პარტიას შორის. კონსესუსის საფუძველზე ორივე მხარემ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას და შეთახნმდნენ ე.წ საარჩევნო თამაშის წესებზე, რომელიც განსაზღვრავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისტემას და პირობებს. მიუხედავად შეთანხმებისა არის საკითხები რომელიც ბუნდოვანია და შეიძლება უპირატეს მდგომარეობაში აყენებდეს ქართულ ოცნებას, მინიმუმ საჭიროებს განმარტებას და ამომრჩევლისათვის მეტი სიცხადის შეტანას."- აცხადებს კონსტიტუციონალისტი/საარჩევნო სამართლის სპეციალისტი თენგო თევზაძე.
შეთანხმდნენ:
"· 120/30 -ზე
· პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ;
· ე.წ 40%იანი ჩამკეტი და მთავრობის ფორმირების პირობები;
· 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება იგივე მოდელით. - მოდელის ლეგიტიმურობა.
ისეთი საკითხები რაც შეთანხმებაში არ ეწერა მაგრამ კონსიტუციური კანონის პროექტში წერია:
· კონსტიტუციურ კანონის პროექტშივე განისაზღვრა მაჟორიტარული ოლქების საზღვები რაც არ იძლევა იმის საშუალებას რომ აღნიშნული დაყოფა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე აშკარაა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ გაითვალისწინა პრეზიდენტის არჩევნების შედეგები (რუსთავი, თელავი) და ისე დააჯგუფა ოლქები რომ ოპოზიციას გაუჭირდეს გამარჯვება. ასევე გაიმწვანა ოლქები როდესაც მაღალმთიან საქართველოს ოლქები გაამსხვილა;
· შეიცვალა მანდატების განაწილების ფორმულა და დადგინდა გამონთავისუფლებული მანდატების განაწილების წესი;
· პროექტის მე-6 პუნქტი "არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით." ეს ჩანაწერი არის ბუნდოვანი და ხომ არ ნიშნავს რომ ერთჯერადად ეს არჩევნები სხვა ფორმულით ჩატარდება ანდა მანდატების განაწილების სხვა წესი ოპოზიცია უნდა იყოს ყურადღებით აქაც შეიძლბა მოპარონ 1-2მანდატი;
· ე.წ საარჩევნო ბლოკები და მათი მონაწილეობის პირობები;
· რა ხდება იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა ვერ მოხდება 2020 წელს ? რა სისტემით ჩატარდება არჩევნები?"