უხანის საავადმყოფოში ექიმებმა კორონავირუსისგან განკურნებული ბოლო პაციენტის გაწერა იზემეს

13 Mar 2020 02:43

ქალაქ უხანში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოდან კორონავირუსის ინფექციისგან განკურნებული ბოლო პაციენტი გაწერეს. ამ ფაქტს საავადმყოფოს პერსონალის მხრიდან ზეიმი მოჰყვა.


10 მარტს ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი უხანს ეწვია, რომელიც კორონავირუსის ინფექციის გავრცელების ეპიცენტრი გახდა ჩინეთში. მან აღნიშნა, რომ ხუბეის პროვინციასა და ქალაქ უხანში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.


მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


კომენტარები:

ფართი შოპი