კორონავირუსით დაინფიცირებული 24-ე პაციენტის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

13 Mar 2020 02:53

24-ე ინფიცირებულზე ჯერჯერობით მინიმალური ინფორმაცია მაქვს. რამდენადაც ვიცი, ეს გახლავთ ახალგაზრდა კაცი, რომელიც იტალიაში დაინფიცირდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, 24-ე დაინფიცირებული კაციც იმ ჯგუფიდანაა, რომლებსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ.


„24-ე ინფიცირებულიც იმ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, რომლებსაც უკვე რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ კორონავირუსი. ერთად იყო ოჯახი და იქ დაინფიცირდნენ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.


ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.


კომენტარები:

ფართი შოპი