ყოველდღე მივდივარ და კართან ვუტოვებ საკვებს – გამყრელიძის რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან

13 Mar 2020 03:58

„ყოველდღე მივდივარ, კარებთან ვუტოვებ საკვებს და მოვდივარ, როგორც წესია“,- ამირან გამყრელიძე საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თვითიზოლაციის წესები ყველამ კარგად უნდა დაიცვას. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა.

 

„იცით, რომ ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ მათთან, კარებთან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როდესაც მოვდივარ,  შემდეგ ისინი აღებენ კარებს და შეაქვთ სახლში. შემდეგ მე იქიდან გამომაქვს შესაბამისი ნარჩენები, როგორც წესია“,- ამბობს გამყრელიძე.

 

ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის დადასტურების შემდეგ რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მანამდე ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

საქართველოში დღეის მდგომარეობით ინფიცირებული სულ 24 პაციენტია.

 

კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოში პანდემიის სახე მიიღო! – ამის შესახებ, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროსგებრეისუსმა განაცხადა.


კომენტარები:

ფართი შოპი