თავდაცვის მინისტრმა მართვის ცენტრიდან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირი გამართა

13 Mar 2020 16:36

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით თავდაცვის ძალების სარდლობებს, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებს განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის პირობები გააცნო.


საგანგებო თათბირზე მინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს პირადად გააცნო კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით უწყების თანამშრომლებისთვის გამოცემული ბრძანება.


ირაკლი ღარიბაშვილმა სარდლებსა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მაქსიმალური მობილიზაციისა და კონტროლისკენ მოუწოდა. მინისტრმა მიმართვისას ყურადღება გაამახვილა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირადი შემადგენლობის სწორად მართვასა და ჯანმრთელობის შემოწმების მაქსიმალურ კონტროლზე. ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა უწყებების დასახმარებლად თავდაცვის ძალების მზადყოფნა.



კომენტარები:

ფართი შოპი