მეუფე მელქისედეკი (დიაკონიძე): სპეციალურად ნერგავდნენ გარყვნილებს და მამათმავლებს ეკლესიაში!

12 Jun 2017 17:57

„გისამძიმრებთ იმ მდგომარეობს, რაც ეკლესიის ირგვლივ ხდება - განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ორი რამ დაგვრჩა მოსავლელი– მამული და ეკლესია და ვერც ერთს ვერ ვუვლით, ფაქტია. ამ ფონზე, ვის უკვირს, რომ სულიერ გზაზეცაა წინააღმდეგობები...“-აღნიშნავს მეუფე მელქისედეკი (დიაკონიძე) საინფორმაციო პორტალ „მხარესთან“ საუბრისას.


„კომუნისტების დროიდან მოყოლებული, სპეციალურად ნერგავდნენ და თესავდნენ ბალასტს ეკლესიაში – გარყვნილებს და მამათმავლებს ვგულისხმობ. დღემდე შემორჩნენ ისინი სასულიერო დასში და შედეგს ვხედავთ რაც არის - პავლე მოციქული, ადრე სავლე იყო და ქრისტიანებს დევნიდა, მაგრამ პავლე მოციქულად იქცა. ისინი, კი, ვინც მაშინ შეგზავნეს ეკლესიაში, ვერანაირი გარემოებით ვერ გადაიქცნენ „პავლეებად“. პირიქით, უფრო მძვინვარე „სავლეებად“ იქცნენ და ამაზე მეტყველებს ის, რაც ხდება დღეს საპატრიარქოში.

 

ეს, მოსალოდნელიც იყო. როგორც დუმბაძე ამბობდა – ფურუკნული რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ როდის გასკდებოდი არ ვიციოდიო... ჰოდა, გასკდა და ის სიმყრალე, რაც სუდარაგადაფარებული და მოშორებული გვეგონა, ღიად გამოჩნდა. სუდარას მიცვალებულს აფარებენ და თუკი დროულაიხრწნებად არ დამარხავ – ქოთდება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ისიც ფაქტია, რომ ეკლესიის დღევანდელმა წინამძღვარმა, სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა და ეკლესია ასეთი დარჩა დღემდე.“

 

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი