„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ განცხადებაში არის ის რომ, თავი რომ დავანებოთ ნებისმიერ პოლიტიკურ დღის წესრიგს და პროცესებს, ჩვენს ქვეყანაში არის ადამიანი, რომლის იმედი თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას რაღაც უჭირს, ან არის კრიზისულ მდგომარეობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ დავძლიოთ ნებისმიერი გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე შეიძლება დადგეს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ფონდი „ქართუს“ მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას, სადაც ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას, კორონავირუსის გავრცელებისგან საზოგადოების დასაცავად სახელმწიფოსთვის ფინანსური სახსრების გამოყოფის თაობაზე.