პოლიციამ გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს
დაბადებული ნ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 11 მარტს, გლდანში,
ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1975
წელს დაბადებულ თ.გ.- ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები
მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცების
სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის
19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.