მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც დათანხმდა, რომ თავისი ეთერი და მეორე არხის ეთერი გაკვეთილებს დაუთმოს. ასევე გამოვყოფ "სილქნეტი"-ს გაკვეთილებს, რომელიც უკვე გამზადებული პროექტია - გენადი მარგველაშვილი

14 Mar 2020 00:19

"იცით, კორონა ვირუსიდან გამომდინარე ქვეყანა რა მდგომარეობაში არის. განათლების სამინისტრომ პრევენციიდან გამომდინარე სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სკოლაში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გამოცხადდა. იმის გამო, რომ სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განხორციელდეს, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თანაბარი, სრულფასოვანი და ხარისხიანი განათლება მიიღონ ბავშვებმა. სამწუხაროდ, შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ ინტერნეტი ყველა რეგიონში იყოს, ამიტომ, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რაც კი არასებობს."- აღნიშნული განცხადება პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა გააკეთა. 


"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც დათანხმდა, რომ თავისი ეთერი და მეორე არხის  ეთერი გაკვეთილებს დაუთმოს. ასევე გამოვყოფ "სილქნეტი"-ს გაკვეთილებს, რომელიც უკვე გამზადებული პროექტია. იურიდიული დეტალები მხარეებს შორის დგინდება ისე, რომ წესით, ორშაბათიდან ამ გაკვეთილების ტრანსლირება უნდა მოვახდინოთ. განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აქტიურია და მიღწევადია, საქართველოში კი, ასეთი ბევრი რეგიონია. ეს იქნება ერთ-ერთი პროდუქტი და არა -  ერთადერთი. მომავალი კვირის ორშაბათს, განათლების მინისტრი იტყვის, დამატებით, თუ რა უნდა გააკეთონ სკოლის დირექტორებმა, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით. ამ ჩამონათვალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და "სილქნეტი"-ს ურთიერთკავშირი. თუ რას ამოირჩევენ ონლაინ გაკვეთილებიდან, ეს დამოკიდებულია სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებზე. პროდუქტი შეთავაზებულია პირველი კლასიდან მე-12 კლასამდე. ცხადია, ბავშვებს სპორტის გაკვეთილებს ვერ მივაწვდით, მაგრამ რაც ფუნდამენტური საგნები იქნება, ეს პროდუქტი მიეწოდებათ. ბევრი სხვა ინიციატივაა. ყველას დამუშავება სჭირდება. მიმდინარეობს მუშაობა."- განაცხადა მარგველაშვილმა.


კომენტარები:

ფართი შოპი