"თვითმფრინავში გავიგე რომ სავალდებულოა კარანტინი"- მარიამ გეგუჩაძე კარანტინში მოათავსეს

14 Mar 2020 05:04

სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი მარიამ გეგუჩაძე კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ მარიამი სოციალურ ქსელში წერს, რომ კარანტინს თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის.

 

„პარიზიდან ჩამოვფრინდი. ფაქტიურად თვითმფრინავში გავიგე რომ სავალდებულოა კარანტინი, მაგრამ ვერანაირ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ. უბრალოდ სამწუხაროა, ისედაც დასტრესილ გარემოში, ნამგზავრ ადამიანს რომ არ პასუხობენ ექიმები აეროპორტში. უფრო სამწუხაროა რომ ირონიულებიც კი არიან.

 

მაგრამ ძალიან დიდი მადლობა პოლიციელებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, შეგვიმსუბუქონ მდგომარეობა. ძალიან თბილად გვეკონტაქტებიან და ყველანაირად ცდილობენ, როგორც კი რამე ახალი ინფორმაცია ექნებათ, მოგვაწოდონ, რასაც ვერ ვიტყვით მედპერსონალზე“, – წერს მარიამ გეგუჩაძე.

 


კომენტარები:

ფართი შოპი