ცოტნე ზურაბიანმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირს ეტლი გადასცა და შშმ პირებისთვის სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები გააცნო

14 Mar 2020 17:16


გასულ კვირაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში, მამარდაშვილების ოჯახს სტუმრობდა. როგორც დეპუტატის ფეისბუქის პირადი გვერდიდან ირკვევა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მამარდაშვილების ოჯახის ერთ-ერთ წევრს, თენგიზ მამარდაშვილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, რომელსაც  ეტლი სჭირდებოდა. ეტლის შეძენას კი ოჯახი ვერ ახერხებდა. ცოტნე ზურაბიანი ბიუროს თანამშრომლებთან ერთად აღნიშნულ ოჯახს ესტუმრა და შშმ პირს ახალი ეტლი გადასცა.


როგორც დეპუტატი განმარტავს, მამარდაშვილების ოჯახში მისული ოჯახის პრობლემებს გაეცნო და ოჯახის წევრებს შშმ პირებისთვის ღირსეული ცხოვრების შესაქმნელად, სახელმწიფოს მიერ გატარებული მთელი რიგი რეფორმების შესახებ ესაუბრა.


„შშმ პირებისთვის ხშირად უცნობია იმ რეფორმების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო მათთვის ახორციელებს და შესაბამისად ძალიან ბევრი სიკეთე სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ხელმიუწვდომელი რჩება. აქედან გამომდინარე, მამარდაშვილების ოჯახის წევრებს და თავად თენგიზ მამარდაშვილს გავაცანი სხვადასხვა სახის სიახლეები.


კერძოდ, ის, რომ:


ამუშავდა შშმ პირთა მუნიციპალური საკოორდინაციო საბჭოები. მოგეხსენებათ, 2012 წლის მდგომარეობით საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტში (არც თბილისში) არ იყო შექმნილი “შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოები”. პირველი შეიქმნა 2015 წელს ქ. თბილისის მერიაში და დღეის მდგომარეობით უკვე 50-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მერის დონეზე ფუნქციონირებს მსგავსი საბჭოები, რომელშიც შშმ პირები და მათი წარმომადგენლები შედიან. ეს ფორმატი უზრუნველყოფს ჩართულობის მაღალ დონეს შშმ პირების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში;


ასევე ის, რომ 2019 წლიდან "სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის" დამოუკიდებელი ცხოვრების კომპონენტის დაფინანსება გაიზრდება და დღიური ვაუჩერის ღირებულება 16 ლარის ნაცვლად 30 ლარით განისაზღვრა. ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს. ამავდროულად დაინერგა სტატუსის მინიჭების ბიო-ფსიქო-სოციალური სისტემა - ამ დროისთვის უკვე მოხდა 400-მდე შშმ პირის ინდივიდუალური საჭიროების შესწავლა.


განვუმარტე ისიც, რომ შემუშავდა საპენსიო პოლიტიკა - 2012 წლის მონაცემებით მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა (1 ჯგუფი) პენსია იყო 125 ლარი, ხოლო 18 წლამდე შშმ პირთა პენსია და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების (ძველი კლასიფიკაციით II ჯგუფი) პენსია 70 ლარი. პირველი ჯგუფის და 18 წლამდე შშმ პირების პენსია 2013 წლიდან გათანაბრდა. დღეს ეს კატეგორია იღებს 200 ლარს, ხოლო მეორე ჯგუფი - 120 ლარს. 2020 წლის პირველი იანვრიდან თითოეულ კატეგორიას პენსია კიდევ 20 ლარით გაეზრდება. ასევე, ვესაუბრე იმაზეც, რომ თუკი სახელმწიფო გასცემდა მხოლოდ 2 ტიპის და ერთი სახეობის ეტლებს, დღეს ინდივიდუალური მორგებით გასცემს ნახევარ აქტიურ ეტლებს და 2016 წლიდან დაემატა ელექტრო ეტლების გაცემის სერვისი.


აღსანიშნავია, რომ დღეს, საქართველოში, საზოგადეობის დიდი ნაწილისთვის არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს განსხვავებული შესაძლებლობები და ამ, გარკვეული სტიგმის გასაქრობად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს“
, - განგვიმარტა ცოტნე ზურაბიანმა.



კომენტარები:

ფართი შოპი