კომპანია „აქვა გეო” – ს ინიციატივით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „სნოს“ და „კობის“ წყლებით, ერთი თვის მანძილზე, სრულიად უსასყიდლოდ მოამარაგებს ინფექციურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებს და ამ გლობალურ პანდემიასთან მებრძოლ მედპერსონალს.
,,დღეს ის დღეა, როცა ყველაფერზე მაღლა უნდა დადგე, რადგან ყოველდღიურად ხედავ შენი ქვეყნის მოქალაქეების უანგარო თავდადებას. დღეს უკვე მივაწოდეთ პირველი პარტია წყლების და ასე გავაგრძელებთ მთელი თვის მანძილზე. მტკიცედ გვჯერა, რომ ღმერთის შეწევნით და ერთმანეთის მხარში დგომით შევძლებთ გადავლახოთ ყველა სირთულე". - აცხადებენ ინიციატორები.
რედაქციისგან: კომპანია „აქვა გეო" - ს ინიციატივა არის მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია და სწორედ აქ ჩანს ნამდვილად ვინ ვინაა. ალბათ, მალე გადაივლის ეს ყველაფერი, მაგრამ არასდროს უნდა დავივიწყოთ ეს ხალხი - ექიმები, პოლიციელები, ხილული თუ უხილავი გმირები ამ გლობალური კრიზისის და პანდემიის დროს ჩვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის სამსახურში, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, პროფესიულ მოვალეობას პირნათლად რომ ასრულებდა.
არც ის კომპანიები, ვინც ორმაგად კი არ გაზარდა ფასი და მოგებაზე იფიქრა, არამედ მოქალაქეობრივი ვალის შესრულებას პირუთვნელად შეუდგა. მადლიერება და სოლიდარულობაც გადაგვარჩენს ხელის დაბანასთან ერთად.
