პარიზი-საქართველოს რეისის ერთ-ერთი მგზავრი თელავიდან თბილისის ინფექციურში გადაჰყავთ

15 Mar 2020 05:53

პარიზი-საქართველოს რეისის ერთ-ერთი მგზავრი თბილისის ინფექციურში გადაჰყავთ. 47 წლის ქალი მაღალი ტემპერატურით მანამდე თელავის რეფერალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ინფორმაცია Imedinews-ს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.


ახლა კი ის სპეციალური სამედიცინო მანქანით თბილისში, ინფექსიურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.


პაციენტს უკვე აუღეს ანალიზები, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. აქვს თუ არა მას კორონავირუსი, პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.


პარიზიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქეები კარანტინს თელავის მუნიციპალიტეტში გადიან.


სასტუმროში სულ 46 მგზავრი მოათავსეს.


ამ დროისთვის, ინფექციურში მყოფი 27 პაციენტიდან ოთხის ასაკი 14 წლამდეა.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.


"იმედინიუსი"


კომენტარები:

ფართი შოპი