რამზან კადიროვი: ვისაც ჯანმრთელობა არ უვარგა, ვირუსს ვერ გადაიტანს

15 Mar 2020 06:17

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი კორონავირუსის გამო შექმნილ პანიკას გამოეხმაურა. რამზან კადიროვმა თანამოქალაქეები ჩვეულ სტილში დაამშვიდა, ამის შესახებ BBC წერს.


„ხალხს აღარ სძინავს იმის გამო, რომ ჩინეთში ვირუსი გაჩნდა, ეშინიათ, რომ ავადმყოფობა შემოვა და მოკვდებიან. ნუ ეცდები სიკვდილს მანამ, სანამ არ მოკვდები. შენ ხომ ბოლოს მაინც მოკვდები. დღეს ყველგან ამ ვირუსზე საუბრობენ, WhatsApp-ში, ყველგან. ათასობით ადამიანი კვდებაო. ვისაც ჯანმრთელობა აქვს, ვირუსს გადაიტანს, ვისაც არა- მოკვდება. იმუნიტეტის გასაძლიერებლად გააზავეთ წყალში თაფლი და ლიმონი და სვით. ჭამეთ ნიორი, სისხლი გაგისუფთავდებათ“, -განაცხადა კადიროვმა მთავრობის სხდომაზე.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


კომენტარები:

ფართი შოპი