ქალმა კორონავირუსი ქმარს, 3 შვილს და დედამთილს გადასდო - ახალი დეტალები 5 ახალი დაინფიცირებულის შესახებ

15 Mar 2020 06:41

კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო 5 პაციენტი ერთი ოჯახის წევრები არიან. "მთავარის" ინფორმაციით, თავდაპირველად დაინფიცირდა ქალი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ თანამშრომელთან. ამის შემდეგ მან ვირუსი საკუთარი ოჯახის წევრებს გადასდო. კორონავირუსით დაავადდა მისი მეუღლე, 3 შვილი და დედამთილი.


ბოლო მონაცემებით, საქართველოსი კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში 439 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64.


კომენტარები:

ფართი შოპი