"ნუ გეშინიათ, ეს ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლი არ არის, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფლიოს უძლიერესი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი არი­ან!" - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

15 Mar 2020 06:50

აშშ-ში, პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ ექიმი ზაზა ვარ­სი­მაშ­ვილი, რომელიც პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის მო­ნა­ცემ­თა სის­ტე­მე­ბის და ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის დი­რექ­ტო­რია, კორონავირუსის შესახებ საუბრობს. მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ად­გი­ლობ­რი­ვი 5 კლი­ნი­კაა, მათ შო­რის ინ­ფექ­ცი­უ­რი...


"ამე­რი­კა­ში იგ­რძნო­ბო­და გარ­კვე­უ­ლი პა­ნი­კა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ცოტა შემ­თხვე­ვე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. აქ უფრო იმის შე­ე­შინ­დათ რომ, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი ჩა­მო­ვი­დოდ­ნენ და გა­ავ­რცე­ლებ­დნენ... სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად მგზავ­რო­ბი­სას ვრცელ­დე­ბა, რად­გან და­ხუ­რუ­ლი სის­ტე­მაა და სა­ერ­თო ჰა­ე­რი. ვერ ვი­ტყო­დი, რომ ამე­რი­კა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ რად­გან ამ­ხე­ლა დის­ტან­ცი­აა, ამან შე­უ­წყო ხელი, დღეს რომ ასე ცოტა შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. 


რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ვიცი იქ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.... სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი რან­გის ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი არი­ან! პა­ა­ტა იმ­ნა­ძე მსოფ­ლიო მას­შტა­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შე­სა­ხებ, ისე­დაც ყვე­ლამ იცის! უბ­რა­ლოდ მთე­ლი ქვეყ­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა მათ მიერ რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა შე­უ­წყოს ხელი ამ ყვე­ლა­ფერს, გა­მო­ი­ჩი­ნონ სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.


ზო­გა­დად, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რაც ამ ვირუსს ახა­სი­ა­თებს, და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა უსიპ­ტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრო­საც ვირუ­სი გა­დამ­დე­ბია და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა შე­იძ­ლე­ბა თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად ვირუ­სი ბევრ ადა­მი­ანს გა­დას­დოს. 


ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის და ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ ვინ­მეს გამ­ხნე­ვე­ბა მსურს! რაც არის რე­ა­ლო­ბა, იმას მო­გახ­სე­ნებთ! რაც წე­სე­ბია, ყვე­ლამ და­ვიც­ვათ და სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­საც ვხე­დავ, ძა­ლი­ან ზო­მი­ე­რად კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი! აუ­ცი­ლე­ბე­ლია პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის მკაც­რად დაც­ვა, მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა სა­რის­კო ქვეყ­ნებ­ში, ის ჯაჭ­ვი რომ გა­წყდეს, სა­დაც ინ­ფექ­ცი­ის გა­და­დე­ბა ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და თბი­ლი ამინ­დე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბაც ბევ­რის იმედს იძ­ლე­ვა!" - განუცხადა "ამბებს" ზაზა ვარ­სი­მაშ­ვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი