მარინა ეზუგბაია - განმეორებითი ტესტით კორონავირუსი მეორე პაციენტსაც არ დაუდასტურდა

15 Mar 2020 13:49

ორ პაციენტთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარიან ეზუგბაიამ განაცხადა.


მისი თქმით, მეორე ინფიცირებულსაც, რომელსაც ასევე ირანთან მოგზაურობის ისტორია აქვს, გუშინ ჩაუტარდა ტესტი და არ აღმოაჩნდა კორონავირუსი.


„მეორე პაციენტს მე-15 დღეზე ჩაუტარდა ტესტირება და მიღებულია პირველადად უარყოფითი პასუხი. 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.


კომენტარები:

ფართი შოპი