"მოსახლეობას მინდა ვუთხრა - მარაგები გვაქვს, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი პროდუქციის" - ლევან დავითაშვილი სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ჰიპერმარკეტში „აგროჰაბი“ იმყოფებოდა

16 Mar 2020 00:21

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ჰიპერმარკეტში „აგროჰაბი“ იმყოფებოდა. მინიტრმა ინფორმაცია ქსელის ხელმძღვანელისგან, აკაკი ახვლედიანისგან მიიღო. აკაკი ახვლედიანის განცხადებით,  გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, პირველადი მოხმარების სურსათის მარაგების პრობლემა ქსელში არ აქვთ.


„გუშინ პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მომხმარებელთა ნაკადი საგძნობლად შემცირდა. მინდა მოსახლეობას ვუთხრა - მარაგები გვაქვს, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი პროდუქციის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულების ფერმები. სურსათის დეფიციტის საშიშროება მოსახლეობას ნამდვილად არ ემუქრება“, - განაცხადა „აგროჰაბის“ დამფუძნებელმა აკაკი ახვლედიანმა.


დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის საკითხები განიხილა.


კომენტარები:

ფართი შოპი