შს სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრიმოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

16 Mar 2020 01:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით განცხადებას ავრცელებს:


"ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად ერთიანი მომსახურების ცენტრი გადადის მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე.


16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით.


საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:


• ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება

• ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება

• ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა

• ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა

• ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება

• გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა

• ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა)

• ცნობების მიღება

• მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება

საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:

• არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება

• გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება

• სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება

• გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება

• სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება

• სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება

• სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება

• რეაგირების ოქმის მიღება

• საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება

• ვიდეო ჩანაწერის მიღება

• საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

ჯარიმების სტატუსის შესამოწმებლად და ჯარიმის გადასახდელად შეგიძლიათ ეწვიოთ police.ge -ს."- ნათქვამია განცხადებაში. 


კომენტარები:

ფართი შოპი