„გამოვიდეთ აივნებზე, გავაღოთ ფანჯრები და ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს“, - ამ შინაარსის ღონისძიება სახელწოდებით „მადლიერების ტაში“ Facebook-ზე შეიქმნა.
ღონისძიების დროდ 18 მარტი, 21:00 საათია მითითებული. მიზანი კი სამედიცინო პერსონალისთვის მადლობის გადახდაა.
„შემოგვიერთდით და ერთად ვუთხრათ მადლობა სამედიცინო პერსონალს ჩვენს ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისთვის!
18 მარტს, 21:00-ზე, მთელს საქართველოში, გამოვიდეთ აივნებზე, გავაღოთ ფანჯრები და ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რადგანაც ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ“, - წერია ღონისძიების აღწერაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.