ფეხბურთის ესპანელი მწვრთნელი 21 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა

17 Mar 2020 05:23

ფეხბურთის ესპანელი მწვრთნელი, ფრანცისკო გარსია კორონავირუსი შედეგად 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლეიკემიით იყო დაავადებული.


ახალგაზრდა მწვრთნელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სუსტი იმუნიტეტი ჰქონდა, რაც მისი ასაკის ადამიანისთვის არ არის დამახასიათებელი. კლუბმა Atletico Portada Alta-მ ფრანცისკოს გარდაცვალება 16 მარტს დაადასტურა, - ინფორმაციას ამის შესახებ independent ავრცელებს.


„ფრანცისკო კარგი ადამიანი და მწვრთნელი იყო. ჩვენ ჯერ კიდევ შოკში ვართ“, - განაცხადა Portada Alta-ს პრეზიდენტმა პეპე ბუენომ.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


კომენტარები:

ფართი შოპი