აშშ-ში მეცნიერებმა მოხალისეზე კორონავირუსის ვაქცინა დატესტეს - ვიდეო

17 Mar 2020 05:27

ჯენიფერ ჰალერი არის პირველი მოხალისე, რომელზეც მეცნიერები კორონავირუსის ვაქცინას ტესტავენ. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. ტესტირება, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დაფინანსებით, სიეტლში, ვაშინგტონის შტატის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ტესტირება ერთი წლიდან, 18 თვემდე გასატნს, ვიდრე ვაქცინა სრულყოფილ შემოწმებას გაივლის.


ტესტირება დაიწყება 45 წლის ჯანმრთელ, ახალგაზრდა მოხალისეზე. სპეციალისტების განცხადებით, არ არსებობს რამე შესაძლებლობა იმის, რომ მოხალისეები ვაქცინით დაინფიცირდნენ, რადგან ვაქცინა არ შეიცავს ვირუსს. პირველი ტესტირების მიზანია დადგინდეს, რომ ვაქცინა არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. ამის შემდეგ მასზე უფრო ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყება.






კომენტარები:

ფართი შოპი