როდესაც კორონავირუსის ეპიდემია მორჩება, ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს ინფორმაციის დამალვისთვის - ადამ კინზინგერი

17 Mar 2020 05:39

როდესაც კორონავირუსის ეპიდემია მორჩება, ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს ინფორმაციის დამალვისთვის, - ამის შესახებ განაცხადა Twitter-ზე რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი წერს.


„ახლა ჩვენს ხალხსა და კრიზისიდან გამოსვლაზე უნდა ვიზრუნოთ. თუმცა, როდესაც ყველაფერი მორჩება, ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რომ ამდენი ხანი მალავდა ინფორმაციას ვირუსზე. კომუნიზმი ყოველთვის მარცხით მთავრდება“, - წერს ადამ კინზინგერი.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.


რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.


კომენტარები:

ფართი შოპი