თენგიზ ცერცვაძე: ბავშვებმა შეიძლება გასაღები გვაპოვნინონ, რატომ არ ემართებათ კორონავირუსი

17 Mar 2020 05:43

ბავშვებმა შეიძლება გასაღები გვაპოვნინონ რატომ არ ემართებათ კორონავირუსი, მაშინ როცა სხვა რესპირაციული დაავადებები იგივე სეზონური და ღორის გრიპი ბავშვებს უფრო აზიანებდა ვიდრე ხანდაზმულებს. ვარაუდობენ, რომ ბავშვებში რომელიღაც სხვა აცრა, მაგალითად წითურის აცრა იძლეოდეს პარალელურ ეფექტს. ეს ერთ-ერთი არა დამტკიცებული ვარაუდია“, - ამის შესახებ შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.


ცერცვაძის თქმით, არის მეორე ვარაუდი, რომ ბავშვების დიდი მასა ავადდება კორონავირუსით. „უსიმპტომოდ იტანენ მას და იმუნიტეტი უვითარდებათ. ასეთი თეორიაც არსებობს“, -აღნიშნა ცერცვაძემ.


მისი თქმით, კარგახანს ითვლებოდა , რომ ბავშვები კორონავირუსით არ ავადდებიან. თუმცა გამოირკვა რომ ავადდებიან. უბრალოდ სიკვდილობა მათ შორის ძალიან დაბალია. „საქართველოში 33 ინფიცირებულია და 4 არასრულწლოვანი. ეს არც ისე ცოტაა. მათთან მიდის დაავადება მსუბუქად მაგრამ უსიმპტომოდ არა“, - განაცხადა ცერცვაძემ.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


კომენტარები:

ფართი შოპი