პოლიციამ გურიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

17 Mar 2020 16:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის

რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული შ.ო., ჯგუფურად

ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 მარტს, ბრალდებული 2

თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრებ

მოხუც ცოლ-ქმარს - 1939 წელს დაბადებულ გ.პ.-სა და 1940 წელს დაბადებულ

ი.გ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხა და ფული

მოსთხოვა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელები სახლის

მეპატრონეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გასტაცეს 2000 ლარი და შემთხვევის

ადგილიდან მიიმალნენ.


დაშავებული ცოლ-ქმარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში

გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ

სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების

შედეგად, ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე - შ.ო., მომხდარიდან

რამდენიმე დღეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ

საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.


გამოძიება გრძელდება ბინაში უკანონოდ შეღწევის გზით ჯგუფურად ჩადენილ

ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და

მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.




კომენტარები:

ფართი შოპი