"მთავრობის რეკომენდაციები სავალდებულო უნდა გახდეს" - გიორგი გახარია

17 Mar 2020 18:42

რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია. ჩვენ ამ მიმართულებით, ისევე როგორც სანქციების და ჯარიმების მიმართულებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები გვექნება ხვალ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერმა მოქალაქეთა ნაწილის მიერ თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით  აღნიშნა, რომ „ამ ნაწილში უფრო მკაცრი ზომების საჭიროებას ხედავს“.


„მე იმით დავიწყე და ვთქვი, რომ რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია. ჩვენ ამ მიმართულებით, ისევე როგორც სანქციების და ჯარიმების მიმართულებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები გვექნება ხვალ“, - განაცხადა გახარიამ.


https://www.interpressnews.ge/


კომენტარები:

ფართი შოპი