ფოთში თვითიზოლაციაში 33 ადამიანი იმყოფება

17 Mar 2020 19:58

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ერთი ქალი საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული, ორის გადაყვანა კი დღეს მოხდება.


„თვითიზოლაციაში ამჟამად არის 33 ადამიანი, აქედან გადაწყდა ორის საკარანტინო სივრცეში გადაყვანა. ესენი არიან საბერძნეთიდან ჩამოსულები, 30-დან 35-წლამდე მამაკაცები. ასევე იტალიიდან ჩამოსული ქალი, წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში იმყოფება. ჯერჯერობით არცერთს არ სჭირდება ანლიზების აღება, რადგან კლინიკურად არანაირი გამოვლინება არ აქვთ, ყველა არის ჯანმრთელი, მაგრამ რომელიც უფრო რისკის ჯგუფია, იმათ ვაგზავნით საკარანტინო სივრცეში. დანარჩენებს ვაკვირდებით 14 დღის გნმავლობაში. თუ მანამდე რამე კლინიკური გამოვლინება იქნა, ავუღებთ ნაცხს და ვირუსის დადგენის შემთხვევაში გადავიყვანთ ჰოსპიტალში,“ - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.


ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი