"ჩვენს შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას" - თამარ ჩუგოშვილი

17 Mar 2020 22:05

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რომ არ ჩქარობს სახელმწიფო, ეს სწორი მიდგომაა, იმიტომ რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას , - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


თამარ ჩუგოშვილმა ასევე დადებითად შეაფასა თვითიზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის მოსალოდნელი სანქციების დაწესებაც.


„ვინაიდან, ქვეყანაში და მთლიანად მსოფლიოში ახალი ვირუსის გამო არასტანდარტული მდგომარეობაა და ვინაიდან, ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა უპირატესი ინტერესია ნებისმიერ სხვა ინტერესთან შედარებით, ბუნებრივია, გარკვეული გამკაცრებული ზომების გამოყენება სახელმწიფოს მოუწევს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რომ არ ჩქარობს სახელმწიფო, ეს ჩემი აზრით სწორი მიდგომაა, იმიტომ რომ ჩვენს შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას და სახელმწიფო ცდილობს, რომ ისე გაუმკლავდეს ამ ვითარებას , რომ სამოქალაქო თავისუფლებებს მაქსიმალური შეზღუდვები არ დაუწესოს. ჩემი აზრით ეს სწორი მიდგომაა და კონკრეტულ ინტერესი, რომ ვინც შეიძლება რისკის მატარებელი იყოს, მათ მიმართ გამკაცრდეს ზომები, სწორი ინიციატივაა და საჭირო და აუცილებელი“ , - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი