ავტოიმპორტიორებს 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ

17 Mar 2020 23:04

 შემოსავლების სამსახური აცხადებს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი  ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივოს.


ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც  ვერ შეძლებენ  2020  წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი  ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, თუ  ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე განხორციელდება.


უწყების ინფორმაციით, შეღავათი შეეხება დაახლოებით 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 50 მილიონ ლარს.


როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ავტომობილს პირადი მიზნებისთვის ჩამოიყვანთ, რეექსპორტისთვის თუ ადგილზე გასაყიდად, შეღავათით ყველა ისარგებლებს.



კომენტარები:

ფართი შოპი