"საქართველო ნელ-ნელა მართლაც გასაოცარ ქვეყნად იქცა და მთავრობამ ეს დაამტკიცა" - ლალი მოროშკინა

18 Mar 2020 02:50

კორონავირუსის თემაზე პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„რამხელა პოზიტივი მოიტანა ამ ვირუსმა!

 

მალე ყველაფერი დამთავრდება, სამაგიეროდ:

 

  1. ფსევდო-სადო-მაზო კვაზი ლიბერალური „ენჯეოები“ სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს. აი, ახლა გამოჩნდა მათი ნამდვილი სახე, უფრო სწორად კი, უსახურობა.

 

  1. თურმე ევროპაში და აშშ-ში განათლებას ძველი, გამობრძმედილი, საბჭოთა სამედიცინო სკოლა სჯობია! ამიტომ დავასრულოთ ეს „ბოლონიის“ სწავლება უმაღლესებში, სტუდენტების 95% „ტვალეტს“, „ამინისტიას“ და „ვაშკაცს“ წერს!

 

  1. დავუბრუნდეთ წინაპრების ალაგს, რამდენს გაქვთ და ნასახლარად აქციეთ, ოღონდაც თბილისში 14კვ.მ ბინაში ჩაეკვეხოთ;

 

  1. ჩინეთის თავზე გასუფთავდა ჰაერი! მსოფლიომ ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ამოისუნთქა“ - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით;

 

 5. თურმე საქართველო ნელ-ნელა მართლაც გასაოცარ ქვეყნად იქცა და მთავრობამ ეს დაამტკიცა;

 

  1. და ბოლოს ინაშვილის გარდა ოპოზიცია არ გვყავს!

 

ირმა ინაშვილი იყო ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც ამ პანიკაში სახეს ინარჩუნებდა.

 

P.S. ძვირფასო მთავრობა, ეპიდემიის დამთავრების შემდეგ, ის საავადმყოფოები ფსიქიატრიულებად გადააკეთეთ, რაც უფრო საჭიროა ქვეყანაში, ხოლო მიშა, რომელსაც პირველობა უყვარს, პირველ პაციენტად მიავლინეთ. დროა!

 

რაც მთავარია, თუ კაცობრიობამ ხელის დაბანაზე ეფექტური წამალი ვერ გამოიგონა, დავხუროთ უმაღლესები“, - წერს ლალი მოროშკინა.

 


კომენტარები:

ფართი შოპი