პოლიციამ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

18 Mar 2020 13:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტის გორის რაიონული

სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო

და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ბ. ქურდობის

ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია ქალაქ

გორში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, საიდანაც ლეპტოპი მოიპარა და შემთხვევის

ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა ნ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.პოლიციამ

მოპარული ლეპტოპი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ"

ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით

ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.




კომენტარები:

ფართი შოპი