თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

18 Mar 2020 14:20

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 89 წლისაა.


გარდა ამისა, ქვეყანაში ვირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98-მდე გაიზარდა.


კომენტარები:

ფართი შოპი