საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა

18 Mar 2020 14:20

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.


კარანტინის რეჟიმშია 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81 პირი.


ახალი პაციენტებიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ მოქალაქეებთან დაკავშირებული პირები არიან.


ინფორმაციისთვის, 38 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.



კომენტარები:

ფართი შოპი