„შიდა გავრცელების ფაქტები იქნება ბევრი, ამიტომ გვჭირდება შიდა მობილიზება" - დიმიტრი ხუნდაძე

18 Mar 2020 14:44

საგანგებო მდგომარეობის წესთა უმეტესობა უკვე მოქმედებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.


„შიდა გავრცელების ფაქტები იქნება ბევრი, ამიტომ გვჭირდება შიდა მობილიზება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ყველა წესი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის, რომ მივიღოთ ნაკლები ზიანი და უკეთესი შედეგი. ბავშვები რისკჯგუფში არ არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათზე არ ვიზრუნოთ. კონტროლიც, რეგულაციებიც და დაცვის მექანიზმებიც, რა თქმა უნდა, ბავშვებზეც გავრცელდება“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი