იმერეთის საკარანტინო ზონებში 238 მოქალაქეა მოთავსებული

18 Mar 2020 14:51

იმერეთში, საკარანტინო ზონებში 238 მოქალაქეა მოთავსებული. ამ დროისთვის საჩხერეში 30, საირმეში 88, წყალტუბოში 120 მოქალაქე იმყოფება.


დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, საირმეს საფრანგეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე და ორი თვითიზოლაციიდან კარანტინში გადმოყვანილი ადამიანი დაემატა. ერთ-ერთი მათგანი სტაციონარში მაღალი სიცხის გამო მოათავსეს.


საჩხერის ზონიდან ერთი მოქალაქე სახლში დაბრუნდა. იმერეთის საკარანტინო ზონებში მოთავსებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ყველა მათგანს მუდმივი მონიტორინგი უტარდება.


კომენტარები:

ფართი შოპი