მესტიის საკარანტინო სივრცეში 1 ტურისტი იმყოფება

18 Mar 2020 15:44

მესტიაში ორი საკარანტინო სივრცე მოეწყო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მათ განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკარანტინო ზონაში 56 ადამიანის მიღებას შეძლებენ. მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კარანტინში ერთი ადამიანი იმყოფება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს მალე დატოვებს.


„ორი სივრცე გავქვს მოწყობილი. კიდევ შეგვიძლია სხვა ადგილების მოძიება, მაგრამ ამის საჭიროება ჯერ არ არსებობს. საკარანტინო ზონების მოწყობას მოსახლეობა გაგებით შეხვდა და არავის არ ჰქონია პრეტენზია ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ერთი ტურისტი გვაყავს დროებით, რომელიც მალე დატოვებს ქვეყანას“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.


სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მესტიის გარდა საკარანტინო სივრცეები სხვა ტერიტორიებზეც არის მოძიებული და საჭიროების მიხედვით მოეწყობა.


კომენტარები:

ფართი შოპი