"ჩვენ მოხალისეს ვერ გამოვიყენებთ ვერც ლაბორატორიაში, ვერც კონტაქტების მოძიებაში და ვერც მათ მეთვალყურეობაში" - პაატა იმნაძე

18 Mar 2020 15:53

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოხალისეებს ვერ გამოიყენებს.


„იყო კითხვები მოხალისეებთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ არის ის ინსტანცია, რომელიც მოხალისეობის ინსტიტუტს გამოიყენებს. ჩვენ მოხალისეს ვერ გამოვიყენებთ ვერც ლაბორატორიაში, ვერც კონტაქტების მოძიებაში და ვერც მათ მეთვალყურეობაში. ამიტომ მოხალისეობის თემა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციებს სცდება. მოხალისეების ტრენინგიც არ არის საჭირო. დაავადებათა კონტროლის ცენტრს უამრავი სატრენინგო მასალა აქვს გავრცელებული. არსებობენ სამსახურები და მოვახდინეთ ტრენერების ტრენინგიც. მოხალისეები ძალიან კარგია, მაგრამ არის რაღაც სპეციფიკური სამუშაოები, სადაც მოხალისეებს ვერ გამოვიყენებთ“, - განაცხადა იმნაძემ.

ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი